მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქობულია: ჩოგბურთის განვითარებას დიდი მნიშვნელობა აქვს ტურიზმისთვისაც

5bf7dc7691165
BM.GE
23.11.18 14:52
859
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც ტურიზმის სფეროს განვითარებას, საქართველოს მოსახლეობის სპორტული აქტივობებით დაინტერესებასა და ზოგადად სპორტის მიმართულებით პროექტების განხორციელებას შეეხება. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ამ მიზნით, საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციას მზიურის საჩოგბურთო კორტები 2017 წლის 13 ივნისს ფედერაციასა და ქონების ეროვნულ სააგენტოს შორის დადებული უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულების მოქმედების ვადა 49 წლამდე გაეზარდა.

მემორანდუმს ხელი მინისტრმა გიორგი ქობულიამ და ლეგენდარულმა ჩოგბურთელმა, ფედერაციის გამგეობის წევრმა ალექსანდრე მეტრეველმა მოაწერეს.

ხელმოწერის შემდეგ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ მედიასთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ჩოგბურთის განვითარებას ქვეყანაში დიდი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ სპორტისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვისთვის, არამედ ტურიზმისთვისაც. მისი თქმით, ჩოგბურთი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპორტია. ამდენად, ჩოგბურთის ტურნირები და ჩემპიონატები დიდ ინტერესს ტურისტებში იწვევს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ჩოგბურთის განვითარება რეგიონებშიც გაგრძელდება.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები