მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქობულია Doing Business-ზე: დაგვიფასდა რამდენიმე რეფორმა

5bd9e0cbc11cc
BM.GE
31.10.18 21:13
657
მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგში სამი ადგილით დაწინაურება და მე-6 ადგილზე გასვლა მსოფლიოში - ეს ჩვენთვის ძალიან დიდი მიღწევაა. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს რეიტინგი ქვეყანაში არსებული ბიზნესგარემოს ძალიან მნიშვნელოვანი და სიღრმისეული შესწავლაა, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ მსოფლიო ბანკის Doing Business-ის რეიტინგის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, მსოფლიო ბანკი რეიტინგის შედგენისას აწარმოებს გამოკითხვას და საქართველოში 100-ზე მეტი რესპონდენტის გამოკითხვა ხდება, დამოუკიდებელი შემფასებლები ავსებენ ძალიან სიღრმისეულ კითხვარებს, რომლებიც შედგება სადღაც 100-ზე მეტი გვერდისგან.

„სასიხარულოა, რომ წელს მსოფლიო ბანკის რეიტინგში დაგვიფასდა რამდენიმე რეფორმა. მაგალითად: ჩვენ განვახორციელეთ რეინვესტირებული კაპიტალის გადასახადისგან განთავისუფლების რეფორმა, რაც ძალიან დაგვიფასდა. ასევე ძალიან გავამარტივეთ დღგ-ს გადამხდელთა რეგისტრაციის პროცედურები, ესეც საკმაოდ პოზიტიურად აღინიშნა, ასევე სერიოზული წინსვლა სასამართლო სისტემაში, კერძოდ, ის, რომ ჩვენ შემოვიღეთ მოსამართლეთა შორის საქმეების შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გადანაწილების წესი, რაც, რა თქმა უნდა, სერიოზულად ამცირებს სუბიექტივიზმს და ძალიან აძლიერებს ჩვენს სასამართლო სისტემაში ხარისხიანი გადაწვეტილებების მიღების შესაძლებლობებს,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები