ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია თანამდებობის შესაძლო დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას კიდევ ერთხელ უარყოფს.
აღსანიშნავია, რომ სოციალურ ქსელში დღეს გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი ქობულიას ეკონომიკის მინისტრის პოსტზე მისი მოადგილე ნათია თურნავა ჩაანაცვლებს.
"თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ვადასტურებ. ეკონომიკის მინისტრის პოსტს ჩემი მოადგილე არ დაიკავებს", - განაცხადა ქობულიამ.
ბოლო პერიოდში სხვადასხვა მედიასაშუალებები წერენ, რომ უახლოეს მომავალში გიორგი ქობულია ეკონომიკის მინისტრის პოსტს დატოვებს.

























