ეკონომიკის მინისტრის გიორგი ქობულიას განცხადებით, ანაკლიის პორტის ინვესტორებისგან "ხაზარაძის საქმის" გამო, მას "კატასტროფული კომენტარები" არ გაუგია.
ასე უპასახა მინისტრმა bm.ge-ის შესაბამის კითხვას.
საქმე იმაშია, რომ რამდენიმე დღის წინ პარლამენტში გამოსვლისას მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ ანაკლიის პორტის პროქტის ინვესტორებისგან კატასტროფული კომენტარები მოდის.
"მე არ გამიგია კატასტროფული კომენტარები. მე გულახდილად არ მსმენია ამ კომენტარების შესახებ", - განაცხადა მინისტრმა.

























