მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქობულია: IT სექტორში გადამზადების პროგრამა 3 000 პირზეა გაწერილი და $2.5 მლნ ჯდება

5c9b2f3651c5c
ლიკა გურაბანიძე
27.03.19 12:06
803
ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია bm.ge-თან პროფესიული გადამზადების პროგრამის დაფინანსების დეტალებზე საუბრობს.

მინისტრის განმარტებით, ე.წ. IT სექტორში პროგრამა 3 000 პირზეა გაწერილი და ჯამში, 2.5 მლნ დოლარი ჯდება.

ქობულიას განცხადებით, პროექტის დაფინანსებაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მსოფლიო ბანკი პრაქტიკულად სრულად დაეხმარება.

რაც შეეხება გადამზადების სხვა პროგრამებს, გიორგი ქობულიას განმარტებით, ბიუჯეტირების პროცესი რთულია.

“მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტირება რთულია, თანხები არ უნდა დავზოგოთ. პროფესიული გადამზადება არის საკითხი, სადაც თანხების დაზოგვა არ მოხდება. იმდენი უნდა დავხარჯოთ, რამდენიც შეგვიძლია. ამაზე უფრო შედეგის მომცემ საქმეში ჩვენი მთავრობა თანხას ვერ დახარჯავს,” - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ დღეს პროფესიული გადამზადების პროგრამა გახსნა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ეკონომიკაში მნიშვნელოვან საკითხებს უთმობს ყურადღებას მათ შორის - ინფრასტრუქტურას, პროფესიულ განვითარებას საკმარისი მნიშვნელობა არ ენიჭება.

ქობულიას განცხადებით, ტურისტების და ინვესტორების მოსაზიდად, პროფესიული გადამზადება მნიშვნელოვანი კომპონენტია.

ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, წლის განმავლობაში ტურიზის სფეროში 1500 ადამიანი გადამზადდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები