მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქობულია მის შესაძლო გადადგომაზე: მართალი საქმის სამსახურს გავაგრძელებ, სანამ აქ ვარ

5c7f9876e0e5a
თელარა გელანტია
06.03.19 13:49
1058
ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია მისი თანამდებობიდან შესაძლო წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

"როგორც ხედავთ, აქ ვარ. ვაგრძელებ მუშაობას. მე ვემსახურები საქმეს და ვემსახურები ამ ქვეყნის საქმეს. ვვარაუდობ, რომ შესაძლებელია ეს ვიღაცას არ მოეწონოს და ზუსტად ეს ხალხია, ვინც ყრის ჭორებს, მაგრამ მე ამ სამუშაოს და მართალი საქმის სამსახურს გავაგრძელებ მანამდე, სანამ აქ ვარ", - განუცხადა ქობულიამ ჟურნალისტებს დღეს პარლამენტში ვიზიტისას, სადაც იგი საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ანგარიშის წარდგენას დაესწრო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები