პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე გიორგი ქობულიამ საპარლამენტო უმცირესობის წევრებთან იკამათა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, მან ბოლო 3 თვეში საქართველოს ეკონომიკის შესახებ უფრო მეტი ისწავლა, ვიდრე მათ, ვინც “20 წელია აქ ცხოვრობს.” ქობულია ასევე ამბობს - “თუ გეპარებათ ეჭვი დაგიჯდებით და დაგელაპარაკებით, როგორ ვიცი ეგ ყველაფერი.”
“არ გირჩევთ კამათში შესვლას თქვენ დამარცხდებით. მე შეიძლება მოსკოვში ვცხოვრობდი, მაგრამ ამ 3 თვის განმავლობაში შეიძლება მეტი ვიცი, ვიდრე ბევრმა თქვენგანმა, ვინც 20 წელია ცხოვრობს აქ. თუ გეპარებათ ეჭვი დაგიჯდებით და დაგელაპარაკებით, როგორ ვიცი ეგ ყველაფერი,”- ამბობს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.

























