მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ქობულია რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს გამოყოფდა, რაც ახალ მინისტრს საერთოდ არ უხსენებია"

5cdad26493f6e
ლიკა გურაბანიძე
14.05.19 19:30
800
დამოუკიდებელი დეპუტატის ლევან კობერიძის განცხადებით, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს გამოყოფდა, რაც ახალ მინისტრს საერთოდ არ უხსენებია.

ამის შესახებ პარლამენტარმა გადაცემა „საქმის კურსში“ განაცხადა და დასძინა, რომ მას აინტერესებს, რამდენად არის ერთმანეთთან თანხვედრაში ეკონომიკის ყოფილი და მოქმედი მინისტრის ხედვები.

„ქობულია „მწვანე ეკონომიკაზე“, გაციფრულებაზე, ადამიანურ კაპიტალზე საუბრობდა, ხოლო ახალ მინისტრს მსგავსი არაფერი უხსენებია. შესაბამისად, როგორც ჩანს, განსხვავებული მოსაზრება და ხედვები აქვს. უკვე წასული მინისტრისგან მინდა დეტალურად მოვისმინო, რა ფაქტორების გაუმჯობესების შემთხვევაში არის შესაძლებელი ეკონომიკური განვითარება, რადგან ეს ადამიანების დასაქმებას და კეთილდღეობას ეხება. აქ მხოლოდ იმაზე არ არის საუბარი, ქობულია კარგი მინისტრია თუ - ცუდი, აქ იმაზეა საუბარი, რომ ეს ყველფერი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას ეხება“, - განმარტა კობერიძემ.

ცნობისთვის: საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია ხვალ, 13:00 საათზე პარლამენტის შენობის კინოდარბაზში მივა.

როგორც დამოუკიდებელმა პარლამენტარმა ლევან კობერიძემ აღნიშნა, ეკონომიკის ყოფილ მინისტრს დეპუტატების გარკვეულმა ჯგუფმა წერილი გაუგზავნა და პარლამენტში, ღია ფორმატში მისვლა შესთავაზა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები