მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქობულია რომან კაკულიას პასუხობს: ანტიდემპინგური კანონის წარდგენა ხელოვნურად არ ჭიანურდება

5caf058c383f2
ლიკა გურაბანიძე
11.04.19 13:13
497
საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი ქობულიას განცხადებით, ანტიდემპინგური კანონის წარდგენის პროცესი ხელოვნურად არ ჭიანურდება.

„ანტიდემპინგური კანონის წარდგენის პროცესი ხელოვნურად არ ჭიანურდება; კონსულტაციები გვქონდა, მათ შორის ბატონ რომან კაკულიასთან. მესმის მისი სულისკვეთება და აბსოლუტურად ვეთანხმები, რომ რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს ამ კანონის მიღება. იმიტომ, რომ ეს მნიშვნელოვანი კანონია და ჩვენ ექსპერტებთან ინტენსიურ კოსულტაციებს გავდივართ, ასევე ბიზნეს საზოგადოებასთან, რომ ეს აბსოლუტურად გამჭვირვალე იყოს და არ იყოს ვინმესთვის თავს მოხვეული“, - განაცხადა ქობულიამ.

ცნობისთვის: რამდენიმე დღის წინ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ ეკონომიკის მინისტრ გიორგი ქობულიას საპარლამენტო ტრიბუნიდან ანტიდემპინგურ კანონთან დაკავშირებით მიმართა.

„სამწუხაროდ, მეჩვენება, რომ ამ თემის გაჭიანურება ხდება. თუ კონსულტაციებით და სემინარების საშუალებით უნდათ ჩამოაყალიბონ ის მოსაზრება, რომ ეს კანონმდებლობა მისაღები ფართოდ აღიარებული მხარდაჭერის გამო არ არის, მე ამას არ დავეთანხმები, რადგან ამ კომიტეტში არ სჭირდება არავის იმის ახსნა, თუ ჩვენი ქვეყნისთვის ინვესტორს რა მნიშვნელობა აქვს; ეს საკითხი ძალიან გაჭიანურდა; ახლა გადავწყვიტე, რომ ეკონომიკის მინისტრს კომიტეტის ტრიბუნიდან მივმართო. თქვენი დაპირება ანტიდემპინგურ კანონმდებლობასთან დაკავშირებით შეპირებულ ვადაში შემოიტანეთ,“ - განმარტა კაკულიამ.

ცნობისთვის: მთავრობამ პარლამენტის კანონშემოქმედებითი საქმიანობის 2019 წლის გეგმა დაამტკიცა. კანონპროექტებს შორის, რომლის განხილვასაც კანონმდებლები საგაზაფხულო სესიაზე გეგმავენ, „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ კანონპროექტიც“ შედის.

კანონპროექტით განსაზღვრულია საგარეო ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიებების შემოღებისა და გამოყენების, ასევე სპეციალური კვლევის განხორციელების ძირითად წესს და კვლევის განხორციელებაზე უფლებამოსილ ორგანოს, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დემპინგური იმპორტის პირობებში. კანონპროექტი ითვალისწინებს დემპინგურ იმპორტზე წინასწარი და სპეციალურ ანტიდემპინგურ ტარიფის შემოღებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები