ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, რომელიც პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დაახლოებით 1 თვის წინ გაათავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან ადასტურებს, რომ ჰქონდა სატელეფონო საუბარი საქართველოს პარალამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარესთან და საუბარი რომან კაკულიას ინიციატივით შედგა.
“ბატონ რომანს დარჩა შთაბეჭდილება, რომ ამ საკადრო გადაწყვეტილების შემდეგ მე უკვე აღარ ვიმყოფებოდი საქართველოში ან შესაძლოა,ძველ სამსახურშიც დავბრუნდი”-საუბრობს გიორგი ქობულია BMG-სთან. ალბათ,ეს იყო მიზეზი, რომ პარლამენტის მხრიდან მხოლოდ ეხლა მოხდა ჩემთან დაკავშირება”.
“მე კიდევ ერთხელ დავუდასტურე მზადყოფნა პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარეს, რომ თუ მას ან კომიტეტის წევრებს აქვთ კითხვები ჩემს მიერ გაწეულ საქმიანობასთან დაკავშირებით,მზად ვარ წარვსდგე შესაბამისი ანგარიშით.
ვთვლი,რომ ამომწურავი ინფორმაცია მოვახსენე საზოგადოებას ჩემს ხედვებზე,მიზეზებზე და წასვლაზე. შესაბამისად,თუ პარლამენტს არ აქვს მეტი კითხვები ჩემს 8 თვიან მუშაობაზე ეკონომიკის მინისტრის პოსტზე,ცხადია, ეს მათი უფლებაა და მე დაჟინებით მისვლას არსად ვაპირებ. ისევე როგორც, სრულიად გასაგებად ვთქვი Forbes კვირასთან ინტერვიუში,რომ სხვა დეტალებზე საუბარს არ ვაპირებ”-აცხადებს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი.
“დიახ, ბატონმა რომან კაკულიამ მე სატელეფონო საუბრისასვე დამიდასტურა,რომ მას დამატებითი კითხვები არა აქვს და არ მიაჩნია მიზანშეწონილად ამ თემაზე (ანაგარიში გაწეული სამუშოაეს შესახებ) მოსმენის გამართვა. და ეს, მისი და კომიტეტის უფლებაა” - განაცხადა გიორგი ქობულიამ.
შეგასენებთ,რომ 8 მაისს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ “თუ მხოლოდ მისი საქმიანობის შეფასებაა მიზანი, რაც მან დამიდასტურა კიდეც, ამ ნაწილში მასთან შეკითხვები არ მაქვს, ეს პრემიერის პრეროგატივაა“ - განაცხადა რომან კაკულიამ.

























