მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქობულია TBC-ის საქმეზე: "ალბათ გასაკვირი იქნება ვთქვა, რომ ამ მოვლენას არანარი გავლენა არ აქვს"

5c6bec3878297
BM.GE
19.02.19 15:50
952
ეკონომიკის მინისტრი, გიორგი ქობულია ამტკიცებს, რომ "თიბისი ბანკის" გარშემო განვითარებულ მოვლენებს ანაკლიის პორტის დაფინანსებაზე გავლენა არ ექნება, თუმცა მინისტრი  არ უარყოფს, რომ თიბისის გარშემო განვითარებულ მოვლენებს არავითარი გავლენა არ ექნება. 

"პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ჩვენ, როგორც მთავრობა ვუჭერთ მხარს ანაკლიის პორტს. მხარდაჭერა გამოიხატება დიდ დაფინანსებაში, რომელსაც ჩვენ ამ პროექტს ვაძლევთ მთავრობიდან. ეს ეხება როგორც მიწების გამოსყიდვას, ინფრასტრუქტურის მშენრბლობას, აგრეთვე პირდაპირ ინვესტიციას ამ პროექტის კაპიტალში, რაც შეადგენს 100 მლნ დოლარამდეა. ამიტომ არავის უნდა შეეპაროს ეჭვი იმაში, რომ მთავრობა ამ პროექტს აბსოლუტურად უდგას გვერდში და ეხმარება"-აცხადებს მინისტრი.

რაც შეეხება პროექტზე ზემოქმედებას მიმდინარე მოვლენებში, ამ პროექტში ჩაბმულია მთელი კონსორციუმი, ეს არაა მხოლოდ ცალკეული პიროვნებების პროექტი, ამიტომ მე ვერ ვხედავ ძალიან დიდ გავლენას პროექტზე, მაგრამ რა თქმა უნდა, ის მოვლენები რაც ხდება დღესდღეობით თიბისის საქმეზე, ალბათე ეს იქნება არასწორი და გასაკვირი, რომ ვთქვა, რომ ამ მოვლენას არანარი გავლენა არ აქვს. რა თქმა უნდა, რაღაცა გავლენა აქვს.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები