ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე თბილავიამშენის საქმესთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ეკონომიკს სამინისტროსა და მთავრობის პრეროგატივა არაა მათთვის ქონების დაბრუნება. მისი თქმით, ეს სასამართლოს გადაწყვეტილებაა, იმის მიუხედავად, რომ ეს ქონება ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა. ქობულიას განცხადებით, მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზეა შესაძლებელი ქონების დაბრუნება.
“ეს საკითხი დღეს არის სასამართოლოში. ეკონომიკის სამინისტრო და მთავრობა არ არის უფლებამოსილი ასეთი გადაწყვეტილები მიიღოს. ეს არის სასამართლოს კომპეტენცია.
რაც შეეხება თბილავიამშენის მხრიდან ამ კონფლიქტს, მიუხედავად იმისა, როგორ დამთავრდება სასამართლო და რა გადაწყვეტილებები იქნება, ჩვენ ყოველთვის ვუწყობთ ხელს ბიზნესის განვითარებას. რა თქმა უნდა, იმ მხარეს, რომელიც ავითარებს ბიზნესს ავიამშენებლობის მიმართულებით, მე მათთან მქონდა შევხვდები და ყველანაირად დავუჭერ მხარს, მაგრამ ჩვენ ვერ გადავუწყვეტავთ ქონებრივი დავის საკითხს, ეს სასამართლოს საკითხია.
ეს ქონება ჩვენს ბალანსზეა, მაგრამ ჩვენ რა უფლებით უნდა დავუბრუნოთ, ეს სასამართლოს გადაწყვეტილებაა. ყველა ქვეყანაში ისევე როგორც ჩვენთან სასამართლო პროცესი წყვეტს ამას და შემდეგ არის მომართვა სასამართლოდან ეკონომიკის სამინისტროში რაღაცის დაბრუნებაზე.”-აცხადებს ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია.
საავიაციო ქარხნის აქციონერენი „ჩამორთმეული ქონების“ უკან დაბრუნებას ითხოვენ