"შესაძლოა, კონკრეტულ თვეში შემცირება იყოს და ჩვენ ამას ყურადღება არ უნდა მივაქციოთ,” - ასე უპასუხა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ bm.ge-ის კითხვას იმის თაობაზე, რომ თებერვალში 5000 ლარამდე მიკროსესხების გაცემა 132,965,473 ლარით ანუ 26%-ით დაეცა.
მინისტრის თქმით, მთავარი კვარტალური ან ზოგადად წლიური მონაცემის შეფასებაა.
„ამას ყოველთვის ვამბობდი, რომ ერთი კონკრეტული თვის შედეგებს ყურადარებას ნუ მივაქცევთ. კვარტალურ და წლის მონაცემებს შევხედოთ, რადგან საქართველოს მცირე ეკონომიკა აქვს და დროის მცირე პერიოდებში წინ თუ უკან გადახრა ყოველთვის შეიძლება მოხდეს,” - განუცხადა bm.ge-ს ეკონომიკის მონისტრმა.

























