ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ ტურისტული სექტორის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ქვეყანაში აუცილებელია შეიქმნას დამატებითი გასაჩერებელი პუნქტები. მინისტრის თქმით, აღნიშნული პროექტი 2019 წლისთვის არის დაგეგმილი.
"ტურისტი როდესაც მოგზაურობს ქვეყანაში, მას უნდა რომ გაჩერდეს, იყოს ავტობუსის გასაჩერებელი, სადაც გადმოვა, მიიღებს მომსახურეობას, კვების ობიექტებია და ასე შემდეგ. 2019 წლისთვის დაგეგმილია მთელი პორტფელი ასეთი ადგილების,"- ამბობს ქობულია.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წელს საქართველოში შემოსული ვიზიტორების რაოდენობა 9.8%-ით გაიზარდა და მან 8.6 მილიონს გადააჭარბა, ტურისტული სექტორის შემოსავალი კი, $3 მილიარდს აღემატებოდა.

























