მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქობულიამ აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან ვაჭრობის გაძლიერების გზებზე ისაუბრა

5c068dd940a24
თელარა გელანტია
04.12.18 18:35
844
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს როს უილიამსს შეხვდა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილული იქნა სამომავლო თანამშრომლობის ძირითადი პრიორიტეტები.

მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების საკითხზე.

„ჩვენ ძალიან ოპტიმისტური გეგმები გვაქვს ამ საკითხის მიმართ. უკვე მიმდინარეობს მუშაობა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თავად შეთანხმებაზე მუშაობა ჩვენ უკვე ძალიან დაგვეხმარება, რომ ამერიკიდან მოვიზიდოთ დამატებით ინვესტიციები და ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი,“ - განაცხადა შეხვედრის შემდეგ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ.

შეხვედრაზე მხარეებმა, ასევე, ყურადღება გაამახვილეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა თანამშრომლობა სატრანსპორტო საშუალებებისა და ლოგისტიკის განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებში, აგრეთვე მასობრივი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების კუთხით.

„ძალიან კარგი პირველი შეხვედრა მქონდა მინისტრ გიორგი ქობულიასთან. ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოს ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტებზე და განვიხილეთ ბოლო წლების განმავლობაში აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი ის საქმიანობები, რომლებიც ქვეყანაში ეკონომიკურ ზრდასა და განვითარებას ემსახურებოდა. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ სახელმწიფო უწყებებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესებისა და უახლოეს მომავალში ვაჭრობის გაძლიერების გზებზე“, - განაცხადა შეხვედრის შემდეგ აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა როს უილიამსიმ.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები