მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ქობულიამ ტურიზმის ინდუსტრიას მოუსმინა და ჩანაწერები გააკეთა"

5b757329325cd
თელარა გელანტია
16.08.18 16:49
1118
საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია დღეს ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრას ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძეც ესწრებოდა.

როგორც BM.ge-ის შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ, სასტუმროების და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა განუცხადა, ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებმა მინისტრთან იმ გამოწვევებსა და პრობლემებზე ისაუბრეს, რაც დარგს აწუხებს.

„მინისტრმა მოგვისმინა. ჩანაწერები გააკეთა და ქმედითი ნაბიჯების გადადგმას დაგვპირდა. შეხვედრაზე ვისაუბრეთ ყველა აქტუალურ თემაზე - ინფრასტრუქტურის ნაწილში არსებულ გამოწვევებზე და ვთხოვეთ, მინისტრს მეტი კომუნიკაცია ინფრასტრუქტურის და კულტურის სამინისტროებთან; ვისაუბრეთ ასევე ლარში რეკლამის ფასდადებით გამოწვეულ პრობლემებზე, რადგან მე პირადად, ფასს ლარში არ ვადებ და ვერც დავადებ, რადგან ძალიან ხშირია რყევები და ცალკე პირი უნდა დავიქირავო კიდევ, ვინც ამ ფასებს შეცვლის; შევეხეთ, ასევე, ივენთ-კალენდრის არარსებობის პრობლემას, რომლის ქონა მნიშვნელოვანია“, - განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა.

გარდა ამისა, ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა ტურიზმის სექტორისთვის პროფესიული კადრების მომზადების გაუმჯობესება, ტურისტული კომპანიების დაბეგვრასთან დაკავშირებული რეგულაციების გამარტივება, ტურისტული ტრანსპორტის რეგულირება და სხვ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები