მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ქობულიას არ უსაუბრია იმაზე, რომ "ქართული ოცნების" რეგულაციები მცირე და საშუალო ბიზნესს კლავს"

5cdd80a12c81e
თათია ჩაფიჩაძე
16.05.19 19:40
894
„ქობულიას არ უსაუბრია იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ მიერ შემოტანილი რეგულაციები მცირე და საშუალო ბიზნესს კლავს“ – „ევროპული საქართველოს“ ლიდერი ზურაბ ჭიაბერაშვილი ფიქრობს, რომ ეკონომიკის ყოფილ მინისტრს “ოცნების” მთავრობასთან იდეოლოგიური დაპირისპირება არ აქვს.

„მსხვილ სექტროებთან დაკავშირებით ყველაზე სწორი რაც მან თქვა იყო ის, რომ სახელმწიფო კომპანიები ეს იქნება რკინიგზა, საპარტნიორო ფონდი თუ სხვა, ეს არის უზარმაზარი შავი ხვრელი, ეს არის ნეპოტიზმის ბუდე.

რაც შეეხება ხედვას აქ ცოტა კრიტიკული ვიქნები მის მიმართ. ჩემთვის პრობლემა მასთან არის ზუსტად ის, რომ მას არ აქვს იდეოლოგიური დაპირისპირება „ქართულ ოცნებასთან.“ მან ისაუბრა, რომ უნდა შემოვიყვანოთ მსხვილი კორპორაციები. კი, უდაოდ, მაგრამ მე დამაკლდა აქცენტირება იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ მიერ შემოტანილი რეგულაციები კლავს ჩვენთან ადგილობრივ მცირე და საშუალო ბიზნესს, მცირე და საშუალო ბიზნეს უჭირს და ეს აქცენტი მისგან არ ყოფილა„ - აღნიშნა მან „საქმიან დილაში“ სტუმრობისას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები