მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ქობულიას გამოსვლა ძალიან აქცენტირებული იყო, გამგები გაიგებდა"

5cdd169ba53be
ლევან თაღიაშვილი
16.05.19 13:19
857
საქართველოს პარლამენტისა და ფრაქცია „ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების“ წევრმა, კობა ნარჩემაშვილმა „საქმიან დილაში“ ყოფილი ეკონომიკის მინისტრის, გიორგი ქობულიას გამოსვლა შეაფასა და აღნიშნა, რომ აქცენტირებული გამოსვლიდან გამგები ყველაფერს გაიგებდა. მისი თქმით, ზოგიერთი განცხადება შესაძლოა საგამოძიებო მოკვლევის დაწყების საფუძველიც კი გახდეს.

„მე რაც მაინტერესებდა პრაქტიკულად ყველაფერზე მივიღეთ პასუხი. თვალსაჩინოა, რომ ეს არ იყო იდეოლოგიური დაპირისპირება მთავრობასა და ყოფილ მინისტრს შორის. მას არ ჰქონია რაიმე განსხვავებული იდეოლოგიური აზრები, თუმცა ჰქონდა ძალიან პრინციპული პოზიციები რიგ საკითხებთან დაკავშირებით. ეს იყო ძალიან აქცენტირებული გამოსვლა, გამგები ყველაფერს გაიგებდა. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო მისი საუბარი ხელოვნურ მონოპოლიებზე, რომელიც ხელს უშლის ეკონომიკის განვითარებას. მან აქცენტები დასვა გადაზიდვებზე, წიაღისეულზე, ოქროს მოპოვებაზე, რკინიგზაზე, საპარტნიორო ფონზე, მარაბდა-კარწახის რკინიგზაზე. პოლიტიკა ყოველთვის არ არის კულუარული საუბარი, პოლიტიკა მსგავსი აქცენტებისგან შედგება“ - აცხადებს ნარჩემაშვილი

შეგახსენებთ, რომ გუშინ გიორგი ქობულია პარლამენტში ხუთი დამოუკიდებელი პარლამენტარის მოწვევით მივიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები