მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქობულიას მტკიცებით, ანაკლიის პორტის კომერციული მომგებიანობის ანალიზი არ არსებობს

5d3c217e0c2bf
თელარა გელანტია
27.07.19 14:20
961
ეკონომიკის და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის გიორგი ქობულიას მტკიცებით, ანაკლიის პორტის კომერციული მომგებიანობის ანალიზი არ არსებობს.

ამის შესახებ ქობულიამ bm.ge-ისთან ვრცელ ინტერვიუში განაცხადა.

„მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძირითადი მიზეზი, რის გამოც კონსორციუმმა ჯერ ვერ მოიზიდა საკუთარი სახსრები“, - აღნიშნა ქობულიამ.

ის ირწმუნება, რომ ანაკლიის პორტის კომერციული მომგებიანობის ანალიზის თაობაზე დოკუმენტი ვერც მთავრობაში ვერ მოიძია და ვერც - ანაკლიის განვითარების კონსორციუმში.

- კონსორციუმთან არ გქონიათ კომუნიკაცია? მაგალითად, იგივე მამუკა ხაზარაძესთან?

- რა თქმა უნდა, მრავალჯერ მქონია და არაერთხელ. ეს დოკუმენტი მე ვერ ვნახე და როცა ლაპარაკია იმაზე, რომ ბევრი კვლევაა გაკეთებული ვითომ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, შეიძლება ბევრი კვლევა იყო გაკეთებული, მაგრამ კომერციული მომგებიანობის შესახებ - არა...

- ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავასაც აქვს ნათქვამი, რომ არაერთი კვლევაა ჩატარებული...

- კი ბატონო, მე მაგალითს მოგიყვანთ, რა კვლევებზეა საუბარი; მაგალითად, ლაპარაკია იმაზე, რომ გამოვიკვლიოთ გეოლოგიური პირობები შავი ზღვის სანაპიროზე საქართველოში და ავირჩიოთ ის ადგილი, სადაც არის საუკეთესო გეოლოგიური პირობები, რომ პორტი შევქმნათ. ასეთი კვლევა შეიძლება იყო, მაგრამ აქ ლაპარაკი არაა გეოლოგიურ კვლევებზე, მე რაზეც ვლაპარაკობ ესაა კომერციული ბიზნეს-მომგებიანობის შესახებ კვლევა. კონკრეტულად ავხსნი, რაზეა საუბარი - მე მაინტერესებდა, ამ პორტმა რომელ სხვა ლოგისტიკურ მარშრუტებს შეიძლება მოუგოს კონკურენციაში და - რატომ. იგივე აქ არის ლაპარაკი ამ პორტში ტვირთების გადაზიდვაზე ევროპასა და აზიას შორის. აზიიდან ტვირთები შეიძლება წამოვიდეს ანაკლიის პორტით ან შეიძლება აზიის შიგნით, ჩინეთში დაიტვირთოს გემი, საერთოდ შემოუაროს კონტინენტს და შემოვიდეს პირდაპირ ევროპის პორტებში. ხომ შეიძლება მოხდეს ასე? მაგრამ იმას, ხომ უფრო დიდი ხანი სჭირდება - 30 დღე; აქედან (იგულისხმება ანაკლიის პორტი) შეიძლება უფრო სწრაფად გაიტანოს. ასეთი შედარებითი ანალიზი, რომელ ალტერნატიული ლოგისტიკურ გზებს მოუგებს ანაკლიის მარშრუტი და რატომ მოუგებს, ეს ვერ დავინახე ვერც მე და ვერც ბანკებმა, რომლებმაც უნდა დააფინანსონ ეს პორტი და რადგან ვერ დაინახეს, ამიტომ მოითხოვეს სახელმწიფო გარანატიები ზუსტად ტვირთბრუნვებზე, რაც ნიშნავს სახელმწიფო გარანტიებს სესხების გადახდაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები