მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქობულიას უწყებამ ინოვაციების სააგენტოს თავმჯდომარე 31 კანდიდატს შორის უნდა აარჩიოს

5c38ba77c55f9
თელარა გელანტია
12.01.19 11:55
631
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის თანამდებობაზე გამოცხადებულ გამარტივებულ კონკურსზე განაცხადების მიღება დასრულდა.

როგორც bm.ge-ის ეკონომიკის სამინისტროში განუცხადეს, სულ შემოვიდა 31 განაცხადი, თუმცა აპლიკანტების ვინაობა საჯარო არაა. 

სამინისტროს ინფორმაციითვე, მათთან გასაუბრებები ჯერ არ ჩანიშნულა.

ამჟამად, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობას ავთანდილ კასრაძე ასრულებს.

ცნობისთვის: საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის თანამდებობრივ სარგოდ განსაზღვრულია 5900 ლარი.

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის ფუნქციებს წარმოადგენს:

საქართველოში ინოვაციური ეკოსისტემის შექმნის და მისი განვითარების პროცესის კოორდინაცია;
ქვეყნის ინოვაციების და ტექნოლოგიების ერთიანი პოლიტიკის და სტრატეგიის განხორციელების პროცესის ხელშეწყობა და კოორდინირება;
მომსახურებების, ინსტრუმენტების, პროგრამების და ინფრასტრუქტურული პროექტების ფორმირების პროცესის კოორდინაცია კერძო და სახელმწიფო სექტორის მიერ ცოდნის, ინოვაციების და კვლევის შედეგების კომერციალიზაციისა და ინოვაციური მეწარმეობის ხელშეწყობისათვის;
ექსპორტზე ორიენტირებული ინოვაციების და ტექნოლოგიების, ინოვაციური საინფორმაციო ტექნოლოგიური პროდუქტების და მომსახურების, მათ შორის საექპორტო პროგრამირების განვითარების ხელშეწყობა;
მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის განვითარების და ინტერნეტის გამოყენების ეფექტიანობის ამაღლებისათვის დაგეგმილ მიზნობრივ პროგრამებში და პროექტებში სააგენტოს მონაწილეობის უზრუნველყოფა;
ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარების მიზნით ტრენინგების, სემინარების, სამუშაო შეხვედრების, უწყებათშორისი კონფერენციებისა და სხვა ღონისძიებების უზრუნველყოფა;
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები