საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში მიმდინარეობს სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის შესარჩევი კონკურსი. საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე - hr.gov.ge - განცხადება საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ვაკანტური პოზიციის დასაკავებლად 2018 წლის 28 დეკემბერს გამოქვეყნდა და განაცხადები მიიღება 10 დღის განმავლობაში.
კანდიდატს მოეთხოვება უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის, ტურიზმის, მენეჯმენტისა ან ეკონომიკის სფეროებში. ასევე ტურიზმის ან/და მომიჯნავე სფეროებში მუშაობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება. სავალდებულოა, ასევე მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება. კანდიდატი ბრწყინვალედ უნდა ფლობდეს ინგლისურ და რუსულ ენებს.
კანდიდატმა სამოტივაციო წერილში უნდა გადმოსცეს რა იქნება მისი როლი ტურიზმის სფეროს განვითარების საქმეში.
კანდიდატი უნდა ფლობდეს:
• ეფექტური კომუნიკაციის და ანგარიშგების უნარები (წერითი და ვერბალური), მათ შორის ინგლისურ ენაზე;
• მოქნილობისა და სწრაფი ადაპტაციის უნარი;
• პრეზენტაციის მომზადებისა და ეფექტურად წარდგენის უნარი;
• დაგეგმვისა და ორგანიზების მაღალი კულტურა;
• ლიდერის პიროვნული თვისებები/ლიდერული უნარ-ჩვევები;
• საჯარო გამოსვლების უნარი, მასმედიასთან კარგი კომუნიკაციის უნარი.
კანდიდატმა ასვეე განაცხადში უნდა მიუთითოს მისი ორი რეკომენდატორი.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსმა უნდა უხელმძღვანელოს შემდეგ პროცესებს:
• საქართველოში ტურიზმის განვითარების სახელმწიფო პოლიტიკის ჩამოყალიბება და განხორციელება;
• მდგრადი ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა;
• ტურიზმის განვითარების საფუძველზე, ქვეყანაში მაღალი საექსპორტო შემოსავლების ზრდისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ხელშეწყობა;
• საქართველოს პოპულარიზაციისა და საერთაშორისო და შიდა ტურისტული ნაკადების ზრდის მიზნით, ტურისტულად მიმზიდველი კომერციული ან/და არაკომერციული - ხასიათის ღონისძიებების რეკლამა/პროპაგანდა, ტურისტულად მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიებების ხელშეწყობა;
• საქართველოში უცხოელი ტურისტების მოზიდვა და შიდა ტურიზმის განვითარება;
• ტურისტული ადგილების, ინფრასტრუქტურისა და ტურიზმის სფეროში ადამიანური რესურსების განვითარების ხელშეწყობა.
სააგენტოს ყოფილი უფროსი გიორგი ჩოგოვაძე გიორგი ქობულიამ რამდენიმე დღის წინ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორად დანიშნა. ის ტურიზმის ადმიანისტრაციას 2014 წლის ნოემბრიდან ხელმძღვანელობდა.

























