შპს „ქოჩკაბლო“ ფართოვდება და მის მომიჯნავედ არსებულ 22 206 კვ.მ. მიწის ნაკვეთს სახელმწიფოსგან 1 605 000 ლარად აუქციონზე ყიდულობს. კომპანია სახელმწიფოს მიერ გადაცემულ უძრავ ქონებაზე სპილენძისა და ალუმინის მწარმოებელ საწარმოს აშენებს, რისთვისაც 3 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს.
ახალი საწარმო დამატებით 50-ზე მეტ სამუშაო ადგილს შექმნის და თავის საქმიანობას მსოფლიოში არსებული უახლესი ტექნოლოგიის გამოყენებით განახორციელებს, რაც სრულად ავტომატიზებულ წარმოებასა და დაბალ საწარმოო ფასს უზრუნველყოფს.
შეგახსენებთ, რომ 2018 წელს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში შპს „ქოჩკაბლოს“, ქალაქ თბილისში, სამრეწველო ზონაში, ჭირნახულის ქუჩაზე მდებარე 9502 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა–ნაგებობა საინვესტიციო ვალდებულებით, საწარმოს ასაშენებლად გადასცა.