მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქოჩორაშვილი კარიერას ლისაბონის „სპორტინგში“ გააგრძელებს - გუნდი ქართველში €7.5 მილიონს გადაიხდის

გიორგი ქოჩორაშვილი

"ლევანტეს" 25 წლის ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი კარიერას "სპორტინგში" გააგრძელებს.

ამის შესახებ ინფორმაციას "ლევანტეს" ოფიციალური ვებგვერდი ადასტურებს.

ქართველმა ფეხბურთელმა ახალ კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ესპანური კლუბი ტრანსფერში დაახლოებით €7.5 მილიონს მიიღებს. 5,5 მილიონს ფიქსირებულს, დანარჩენს კი, ბონუსების სახით.

გიორგი ქოჩორაშვილი სპორტინგს 1-ელი ივლისიდან შეუერთდება. იქამდე კი, ასპარეზობას ესპანურ ლევანტეში იჯარით გააგრძელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები