მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქოლგა, ფეხსაცმელი, გიტარა - კიდევ რა ნივთები რჩებათ მოქალქეებს ტაქსიში

5fa39cff574da
თელარა გელანტია
05.11.20 12:19
760
საბავშვო სკუტერი, გიტარა, ქოლგა, ფეხსაცმელი - ეს იმ ნივთების არასრული ჩამონათვალია, რაც მგზავრებს „მაქსიმის” ტაქსებში რჩებათ.

ტაქსის გამოძახების კომპანია ავრცელებს სტატისტიკურ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ ყველაზე ხშირად რა ნივთები რჩებათ მგზავრებს ავტომობილებში და რომელ - ქალაქებში.

ირკვევა, რომ იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით ავტომობილში ნივთის დარჩენის შესახებ კომპანიაში სულ 2422 შეტყობინება შემოვიდა. აქედან უმეტესობა ბათუმზე მოდის, პროცენტულად ზღვისპირა ქალაქში ასეთი შემთხვევების 37.4% ფიქსირდება. ბათუმს საქართველოს დედაქალაქი თბილისი მოჰყვება 30.1%-ით. ამ მონაცემებით მესამე ადგილზე ქუთაისია - 17.5%. შემდეგ ჩამონათვალში შედარებით მცირერიცხოვანი ქალაქები არიან, სადაც „მაქსიმის“ სერვისი ფუნქციონირებს: რუსთავი - 4.4%, ფოთი - 2.8%, გორი - 2.7%, ზუგდიდი - 2.5 %, ქობულეთი -1.1 % და ზესტაფონი - 1%.

რაც შეეხება ნივთებს, ყველაზე ხშირად მგზავრებს ავტომობილში მობილური ტელეფონები რჩებათ, შეტყობინებების საერთო რაოდენობიდან 27% სწორედ მობილურის დაკარგვაზე შემოდის. ასევე, ხშირად კარგავენ საფულეს - 8% და გასაღებს -7.5%. სხვა დაკარგული ნივთების პროცენტული გადანაწილება ასეთია: საბანკო ბარათები და სხვადასხვა ტიპის საბუთები - 5%, სათვალე - 4%, ჩანთები ან ზურგჩანთები - 4%.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები