მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ქომაგობა არ ჩერდება“ - საქართველოს ბანკი ეროვნული ნაკრების მხარდასაჭერად;

სტატიაში საუბარია:

„ქომაგობა არ ჩერდება“ - საქართველოს ბანკი ეროვნული ნაკრების მხარდასაჭერად ქალაქს 25 სექტემბერს დიდ საგულშემატკივრო ტრიბუნად გადააქცევს. საქართველოს ბანკი, როგორც საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორი, ფეხბურთის ფედერაციასთან და გულშემატკივრებთან ერთად, ქომაგობას 17:00 საათიდან, თბილისში, „დინამო არენას“ მიმდებარე ტერიტორიაზე გულშემატკივართა სპეციალური ზონებიდან იწყებს. სადაც გულშემატკივრებს შესაძლებლობა ექნებათ, საგანგებოდ მოწყობილ ტრიბუნებიდან ხმაურით შეაცილონ ნაკრების ავტობუსი სტადიონზე და ფეხბურთელებს საკუთარი ენერგია მოედანზე გაატანონ. როგროც იდეის მხარდამჭერები და ორგანიზატორები განმარტავენ, ეს ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ ყოველი გადაცემის, გატანილი გოლის თუ შესვენების დროს ნაკრებმა იგრძნოს, რომ მათ გვერდით მთელი ქვეყანა დგას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები