დონალდ ტრამპმა საზოგადოებას უკვე გააცნო როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს ამერიკის შეერთებული შტატების თანამედროვე ისტორიაში ყველაზე მდიდარი კაბინეტი, რომელიც ელიტის ისეთი წარმომადგენლებით იქნება დაკომპლექტებული, როგორებიცაა მაგალითად მილიარდერი ინდუსტრიალისტის მილიარდერი ქალიშვილი. Exxon Mobil-ის აღმასრულებელი დირექტორი, Goldman Sachs-ის ყოფილი პარტნიორი და ინვესტორი, რომელმაც ფინანსური კრიზისის დროს გაბერილ იპოთეკურ სესხებზე მილიონები აკეთა. ტრამპის კაბინეტი ოთხ-ნახევარ მილიარდ დოლარად არის შეფასებული, რაც 60%-ით აღემატება ბარაკ ობამას მეორე ვადის კაბინეტს. ამ რიცხვებში ცხადია, თავად ტრამპის ქონება არ შედის და არც კაბინეტს მიღმა მყოფი სხვა მაღალჩინოსნებისა, როგორიცაა, მაგალითად, სამხედრო მინისტრობისთვის შერჩეული ვინსენტ ვიოლა. თუმცა ობამას ვაჭრობის მინისტრი კომპანია ჰაიატის თანადამფუძნებლის ქალიშვილი და მილიარდერი იყო.
325 მილიონ დოლარად არის შეფასებული სახელმწიფო მდივნის რექს ტილერსონის აქტივებიც. განათლების მინისტრის ქონება კი მილიარდ დოლარს აღემატება. მას ორნახევარი მილიარდი დოლარით ვაჭრობის მინისტრი, ვილბურ როსი მოჰყვება. უნდა აღინიშნოს, რომ ვილბურმა, მილიონები ფინანსური კრიზისის დროს, სუბსტანდარტული იპოთეკარების მიმსახურებით იშოვა. მისგან განსხვავებით კი, ენერგეტიკის მინისტრმა მილიონები, სიტყვით გამოსვლაში და სამშენებლო მანქანების დილერის კონსულტაციებით დააგროვა. მისი პორტფოლიოს დაახლოებით 20% ნავთობისა და გაზის ფირმებსა და ენერგოკაპიტალს უკავშრდება. რაც შეეხება საცხოვრებელი სახლების მშენებლობისა და ურბანული განვითარების მინისტრს, პროფესიით ნეიროქირურგმა 29 მილიონი დოლარის ქონება ბესტსელერი წიგნის, Fox News-ზე და Washington Times-ში მედიაროლებისა და ურიცხვი სიტყვით გამოსვლის წყალობით დააგროვა. ხოლო ვიცე-პრეზიდენტი, მაიკ პენსი, მოკძალებულად ცხოვრობს და კომერციული ავანჩავანისგან, დიდწილად, შორს უჭირავს თავი. მისი სიმდიდრის ძირითადი წყარო სახელმწიფო და ფედერალური საპენსიო ანგარიშებია.

























