მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქონების ეროვნულ სააგენტოს გიორგი დუგლაძე უხელმძღვანელებს

5bf3bd167d680
თელარა გელანტია
20.11.18 11:44
5981
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დირექტორის თანამდებობაზე გიორგი დუგლაძე დაინიშნა.

აღნიშნული ინფორმაცია bm.ge-ის სამინისტროს პრესსამსახურშიც დაუდასტურეს.

გიორგი დუგლაძემ ამ თანამდებობაზე ეკა სისაური ჩაანაცვლა, რომელმაც ოფიციალური ინფორმაციით, პოსტი საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

რაც შეეხება გიორგი დუგლაძის სამუშაო გამოცდილებას, ის ამ დრომდე სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გენერალური დირექტორის პოსტს იკავებდა.

2015 - 2018 წლებში შპს „ჯიარ ტრანზიტის“ სატენდერო კომისიის თავმჯდომარე და დირექტორის მოადგილე იყო; უფრო ადრე 2014 - 2015 წლებში - შპს Georgia Transit-ის  დირექტორის მოადგილის პოსტი ეკავა; ასევე, 2013 - 2014 წლებში შპს Georgia Transit-ში ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსად მუშაობდა.

2009 წელს გიორგი დუგლაძე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროში, ექსპორტის ხელშეწყობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის პოზიცია ეკავა.

დუგლაძეს განათლება ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ ნორვიჩის უნივერსიტეტში, ეკონომიკა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით აქვს მიღებული. თავისი კარიერის განმავლობაში ის კერძო სექტორში რამოდენიმე კომპანიაში წამყვან თანამდებობაზე მუშაობდა, მათ შორის იყო ცნობილი ამერიკული გაზეთის - “New York Times”-ის საქართველოს წარმომადგენლობის კომერციული დირექტორი.

ფლობს ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები