მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქონების სააგენტოს ექს-უფროსი ნავთობისა და გაზის კორპორაციაში დასაქმდება

5beaa307e3581
თელარა გელანტია
13.11.18 14:00
1549
სახელმწიფო ქონების სააგენტოს ყოფილი უფროსი ეკა სისაური  ნავთობისა და გაზის კორპორაციაში დასაქმდება.

როგორც bm.ge-ისთვის გახდა ცნობილი, სისაური ნავთობისა და გაზის კორპორაციაში გენერალური დირექტორის მოადგილის პოსტს დაიკავებს.

ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, bm.ge კორპორაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა, სადაც აღნიშნული დაადასტურეს, მაგრამ იქვე აღნიშნეს, რომ ეკა სისაურის დანიშვნაზე ოფიციალური ბრძანება ჯერ არ დაწერილა.

ცნობისთვის: ნავთობისა და გაზის კორპარაციის გენერალურმა დირექტორმა დავით თვალაბეიშვილმა პოსტი რამდენიმე კვირის წინ დატოვა და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე გადაინაცვლა.

ნავთობისა და გაზის კორპარაციის გენერალურმა დირექტორის პოსტი ამ დროისთვის ვაკანტურია. დირექტორის მოვალეობას გივი ბახტაძე ასრულებს.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები