მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქორწილების ორგანიზატორმა კომპანია Laka Wedding-მა საერთაშორისო სერვისი აამოქმედა

laka wedding

ქორწილების ორგანიზატორმა კომპანია Laka Wedding-მა საერთაშორისო სერვისი აამოქმედა. როგორც გადაცემა "ქალების ნარატივში" მისმა დამფუძნებელმა ლაკა წერეთელმა აღნიშნა, შეიქმნა ახალი პაკეტი - Laka Wedding Paris, რომელიც წყვილებს სთავაზობს საქორწილო მომსახურებას პარიზში.

„თავდაპირველად, ჩემი მიზანი იყო აღნიშნული სერვისი ყოფილიყო საერთაშორისო და მიხარია, რომ ამას მივაღწიე. საზოგადოებას ვთავაზობთ ახალ პაკეტს – Laka Wedding Paris. ეს იქნება დაუვიწყარი მოგზაურობა პარიზში – საინტერესო, განსხვავებული და ინდივიდუალურად გაწერილი სცენარი. ამ სერვისით განსაკუთრებით ის წყვილები მინდა დავაინტერესო, რომელთაც ქორწილი არ ჰქონიათ და ამ დღეზე ოცნებობენ. არ აქვს მნიშვნელობა, ათი წლის ოჯახია თუ 20-ის - ყველას, ვისაც სურს დასამახსოვრებელი დღის მოწყობა საყვარელ ადამიანთან ერთად, მინდა ვუთხრა – არასდროსაა გვიან, საქორწილო კაბით პარიზში იმოგზაურო შენს საყვარელ ადამიანთან ერთად", - აღნიშნა ლაკა წერეთელმა.

მისივე თქმით, საქართველოში ქორწილის გადახდის მსურველი უცხოელების რაოდენობაც მზარდია. მათი წილი Laka Wedding-ის მომხმარებლების 50%-ს შეადგენს.

„Laka wedding-ის საქორწილო სერვისი ემსახურება წყვილებს სხვადასხვა ქვეყნიდან – ამერიკიდან, გერმანიიდან, ინგლისიდან, პოლონეთიდან, ისრაელიდან, ყაზახეთიდან, აფრიკიდან და სხვა. მათთვის ყველაზე მიმზიდველი საქორწილო ლოკაციები კი თბილისი და კახეთია", - განაცხადა ლაკა წერეთელმა.

ცნობისთვის, Laka wedding-ის საქორწინო მომსახურების ღირებულება 15 000 ლარიდან იწყება და დამოკიდებულია მომხმარებლის სურვილებზე.

აღსანიშნავია, რომ Event Company Laka ცხრა წელია ოპერირებს ბაზარზე და სხვადასხვა მიმართულებას აერთიანებს. მათ შორის: Womens club Laka, Laka Dance Therapy, Laka Wedding, Laka Event school.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები