მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
EN
Loading data...

ქორწილებისა და ქელეხების გამართვაზე დაწესებული რეგულაციები შესაძლოა მარტიდან მოიხსნას

BM.GE

21.02.22 14:55 382 ნახვა

სავარაუდოდ, ქორწილების და ქელეხების გამართვაზე არსებული რეგულაცია მარტიდან შემსუბუქდება. bm.ge-სთან შრომის ინსპექციის უფროსი ბექა ფერაძე ადასტურებს, რომ ამ საკითხზე უწყებათშორისი საბჭო, დიდი ალბათობით ხვალ იმსჯელებს. ამ დროისთვის ქვეყანაში ქორწილის, ქელეხისა თუ სხვა ღონისძიების გამართვა დაშვებულია მხლოდ იმ შემთხვევაში თუ მონაწილეთა რაოდენობა არ აღემატება 10 ადამიანს. კანონდარღვევის შემთხვევაში ღონისძიებაზე მყოფი ყველა პირი 2000-ლარით, თავად იურიდიული პირი 10 000-ლარით ჯარიმდება. 

სტუმარი: სოფო ნაცვლიშვილი - „ქლიქ ივენთის“ დამფუძნებელი;
 
საფონდო ბირჟები
საფონდო ბირჟები