მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ქოცებმა" ჩვენი მომავალი არ დააზღვიეს - სადაზღვევო კომპანიები აქციას შეუერთდნენ

საპროტესტო აქცია

“სადაზღვევო ინდუსტრია ევროპული მომავლისთვის”; "ქოცებმა ჩვენი მომავალი არ დააზღვიეს" - ამ ლოზუნგებით სადაზღვევო კომპანიები რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას შეუერთდნენ.

მარშის მონაწილეების მოთხოვნა ხელახალი არჩევნები და აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების პატიმრობიდან გათავისუფლებაა.

შეგახსენებთ, რომ საპროტესტო აქცია უკვე 27-ე დღეა უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. დღის განმავლობაში თბილისის სხვადასხვა ლოკაციაზე საპროტესტო მსვლელობები იმართება, საღამოს 20:00 საათიდან კი შეკრების ადგილი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები