მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქოუგილი: ანაკლია უმსხვილესი PPP პროექტია და ის სახელმწიფოსთან პარტნიორობით უნდა განხორციელდეს

5dad64a84791e
შოთა ტყეშელაშვილი
21.10.19 12:32
882
"ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" სამეთვალყურეო საბჭოს ახალმა თავმჯდომარე მაიკლ ქოუგილმა ბიზნესასოციებისა და პრემიერ-მინისტრის შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რომ დღეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ყველაზე მსხვილი კერძო-საჯარო პარტნიორობის პროექტია და ის სწორედ სახელმწიფოსთან მხარდამხარ ურთიერთობით უნდა განვითარდეს.

"ანაკლიასთან დაკავშირებით მოგეხსენებათ, გასული კვირის განმავლობაში კონსორციუმის მხრიდან არაერთი განცხადება გაკეთდა. ჩვენ სამეთვალყურეო საბჭო მხარს ვუჭერთ და ვემხრობით იმ განცხადებებს, რაც ჩვენმა CEO-მ ლევან ახვლედიანმა გააკეთა. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი PPP-ის, ანუ საჯარო-კერძო პარტნიორობას წარმოადგენს. ამ მასშტაბის PPP პროექტი კი საქართველოში ჯერ არ განხორციელებულა. მე განვმეორდები და ვიტყვი, რომ მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთან ერთად მხარდამხარ ურთიერთობით განხორციელდეს ეს პროექტი", - ამბობს ქოუგილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები