მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

QR კოდები ღვინის ეტიკეტი - რა უნდა იცოდნენ EU-ში ღვინის ექსპორტიორებმა?

ქართველ მეღვინეებს ევროკავშირის ბაზარზე გასატან ღვინოზე შემადგენლობის დაწერა მოუწევთ. ახალი რეგულაცია 8 დეკემბრიდან ამოქმედდა, რომლის თანახმადაც, ბლოკის მასშტაბით გასაყიდ ღვინოსა და ღვინის პროდუქტებზე ინგრედიენტებისა და ნუტრიციული შემადგენლობის მითითება სავალდებულო გახდა. ახალი რეგულაციის თანახმად, EU-ში გასაყიდი ღვინოების ფიზიკურ ეტიკეტებზე პროდუქტის ენერგეტიკული ღირებულება კილოჯოულების ან კილოკალორიების სახით უნდა იყოს დატანილი. ელექტრონულ პლატფორმაზე ასევე აუცილებლად უნდა იყოს ხელმისაწვდომი ინფორმაცია ღვინის ნუტრიციული შემადგენლობის, კერძოდ ცხიმების, ცილების, ნახშირწყლებისა და მარილის შემცველობის შესახებ. რას ცვლის ახალი რეგულაცია ღვინის მწარმოებლებისთვის და როგორია დღეს ევროკავშირის ბაზარზე ქართულ ღვინოზე მოთხოვნა?

სტუმარი: გიორგი სხირტლაძე - “რტონის” და “მელიტონის” დამფუძნებელი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები