მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ქრაუდფანდინგის" კანონზე კონსულტაციები ეროვნულ ბანკთან მიმდინარეობს

5936c11f2c7ed
სალომე მეცხვარიშვილი
11.06.17 12:00
1720
"ქრაუდფანდინგის" კანონზე ტექნოლოგიური სააგენტო კონსულტაციებს ეროვნულ ბანკთან გადის. როგორც "საქმის კურსს" ტექნოპარკის ხელმძღვანელმა ავთანდილ კასრაძემ განუცხადა, USAID- ის ფინანსური დახმარებით დაქირავებული იყო ინგლისელი ექსპერტი, რომელმაც მომზადებული კანონპროექტი მსოფლიო პრაქტიკას შეადარა.

ტექნოლოგიურ სააგენტოში აცხადებენ, რომ ექსპერტმა მუშაობა გასულ კვირას დაასრულა. ავთანდილ კასრაძის ინფორმაციით, მომდევნო კვირაში კანონპროექტის განხილვები დაიწყება. თუმცა, კონკრეტულად როდის შევა პროექტი პარლამენტში ტექნოპარკში ვერ აკონკრეტებენ.

კანონპროექტით ცვლილება შედის "ინოვაციების შესახებ" კანონში. კანონპროექტს ახალი მუხლი დაემატება, რაც სტარტაპებისთვის ე.წ "ქრაუდფანდინგის" დაფინანსების სისტემის ამოქმედებას გულისხმობს. "ქრაუდფანდინგი" იძლევა შესაძლებლობას სტარტაპმა თანხა ბევრი სხვადასხვა წყაროდან მოიზიდოს, მცირე ინვესტორები კი ამა თუ იმ პროექტის მეწილეები გახდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები