მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ქრონიკა პლუსის“ დამფუძნებელი ელისო კილაძე დაკავებულია

კილაძე

გამოცემა „ქრონიკა პლუსის“ დამფუძნებელი და ჟურნალისტი ელისო კილაძე დაკავებულია - ინფორმაცია და კადრები TV პირველმა გაავრცელა.

ამ ეტაპზე უცნობია, რა საფუძვლით ან რა ბრალდებით მოხდა ჟურნალისტის დაკავება. ოფიციალური უწყებების მხრიდან დამატებითი განმარტება ჯერ არ გაკეთებულა.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურაში დღეს, 11:00 საათზე, ბრიფინგია ჩანიშნული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები