მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქრონიკული მედიკამენტებისთვის მოქალაქეები ვაუჩერებს მიიღებენ - მინისტრი

5e3ad74f690e8
ინგა მურუსიძე
05.02.20 19:10
698
"ქრონიკული მედიკამენტებისთვის მოქალაქეები ვაუჩერებს მიიღებენ" - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტში „მინისტრის საათში“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ტიკარაძემ აღიარა, რომ მედიკამენტების პროგრამის დროებით შეწყვეტა შეცდომა იყო, თუმცა მინისტრის თქმით, „შეცდომებს უშვებ მაშინ, როცა რაღაცას აკეთებ“.

„მედიკამენტებთან დაკავშირებით პროგრამასთან დაკავშირებით გამოიკვეთა ხარვეზები, რომელიც ჩვენვე დავაიდენტიფიცირეთ. მივიღეთ ძალიან ბევრი ზარი უკმაყოფილო პაციენტების და ეს ლოგიკურიც იყო. ამას გააჩნდა გარკვეული სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზები და პასუხისმგებელი ვართ ჩვენ, როგორც განმახორციელებელი ორგანო. ამ ეტაპისთვის გავაკეთეთ მოდელირება და სამკურნალო მედიკამენტები პროგრამულად ინტეგრირებული არის საყოველთაო ჯანდაცვაში.

გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენთვის პრიორიტეტი არის პირველადი ჯანდაცვა და მჭიდროდ ვმუშაობთ როგორც სოფლის ექიმებთან, ასევე პირველადი ჯანდაცვის ექიმებთან, ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ პროგრამა წარმატებით განხორციელდება. მზად ვართ მოდელირებისთვის, თუმცა ვთვლით, რომ ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი და კარგი იქნება ჩვენი მოსახლეობისთვის გამოვცეთ კონკრეტული ვაუჩერები და მათი მიღების შემდეგ საშუალება ექნებათ მიიღონ ის მედიკამენტები, რაც რეკომენდებული იქნება მათივე ექიმების მხრიდან. ის დეფიციტი, რომელიც შესყიდვების პერიოდში სახელმწიფოს წარმოექმნა და აფთიაქებში არ იყო მედიკამენტები, რომელიც არ იყო შესყიდული, ამის შესყიდვა მოხდება“, - განაცხადა ტიკარაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები