მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„ქრთამის შეთავაზება ისეთივე დასჯადია, როგორც ქრთამის მიღება, ასევე მიცემა" - კალაძე ხაბეიშვილის დაკავებაზე

კახა კალაძე

"ქართული ოცნების" გენერალური მდივნის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის დაკავება კანონის ფარგლებში მოხდა.

როგორც კახა კალაძემ მედიასთან შესაბამის თემაზე კომენტირებისას აღნიშნა, ადამიანი ქრთამის მიცემის შეთავაზებას საჯაროდ გააკეთებს თუ ფარულად, ორივე შემთხვევაში დანაშაულად ითვლება.

„ქრთამის შეთავაზება ისეთივე დასჯადია, როგორც ქრთამის მიღება, ასევე მიცემა. მის ბოლოდროინდელ ქმედებებში ჩანს დანაშაული, რაზეც შესაბამისმა უწყებამ განცხადება გააკეთა. ქრთამის შეთავაზება საჯაროდ იქნება, თუ ფარულად, დასჯადია. რა მნიშვნელობა აქვს ფორმას? მაგალითად, ფარული ვიდეოჩანაწერი რომ ყოფილიყო, სადაც ის ხვდება სამართალდამცველებს და გაეკეთებინა ქრთამის მიცემაზე დაპირება, იგივე არ იქნებოდა? დანაშაულია, აბა რა არის, როცა პოლიციელებს ქრთამს სთავაზობ, რომ კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯები გადადგან?

ამ შეთავაზებით ლევან ხაბეიშვილის მიზანი რა იყო, არ მაქვს ამაზე ზუსტი ინფორმაცია. ალბათ, როცა საშუალება მიეცემა, თავად გააკეთებს განმარტებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები