მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქსელები ყოველ წელს ითხოვენ "ქეშბექის" გაზრდას. ეს ნიშნავს, რომ პროდუქცია უნდა გავაძვიროთ - "სანდომი"

მერაბ ვასაძე

საკონდიტრო კომპანია "სანდომი" გენერალური დირექტორი მერაბ ვასაძე იმ პრობლემებზე საუბრობს, რაც ბიზნესს ქსელურ მარკეტებთან ურთიერთობისას ექმნება. როგორც მან "საქმიანი დილის" ეთერში განაცხადა, ძირითადი გამოწვევა ქეშბექებს უკავშირდება.

როგორც ის აღნიშნავს, ქსელური მარკეტები ყოველი წლის დასაწყისში ითხოვენ ქეშბექის ზრდას, რაც პროდუქციის გაძვირებაში ითარგმნება.

"ჩვენი პროდუქტების გაყიდვების ძირითადი ნაწილი, 70% მოდის ქსელურ მარკეტებზე. ოღონდ ეს ქსელური მარკეტებიც შეგვიძლია დავყოთ ორ ნაწილად: პატარა უბნის მაღაზიები და დიდი ქსელური მარკეტები. ძირითადად ჩვენი პროდუქცია იყიდება პატარა ქსელურ მარკეტებში. ჩვენი ძირითადი პრობლემა ქსელურ მარკეტებთან მიმართებით არის ქეშბექების თემა. ყოველი წლის დასაწყისში გვიწევს ქსელურებთან საუბარი, რომ ქეშბექის პირობა უნდა გაიზარდოს მინიმუმ 5-7%-ით, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ პროდუქცია პირდაპირ უნდა გავაძვიროთ 10%-ით, იმიტომ რომ ჩვენ ზედმეტი მოგება არ გვაქვს, რომელიც შეგვიძლია, რომ ისევ ქსელურების ჯიბეში ჩავდოთ. ასევე, თვითღირებულების შემცირების საშუალება უკვე ფაქტიურად დიდი ხანია არ გვაქვს.

ეს პროცესი არ დაწყებულა არც დღეს და არც გუშინ, 2013-14 წლიდან, როდესაც ჩვენ ბაზარზე გამოვჩნდით, იქედანვე იწყება ქსელურებიც, ალბათ ერთად მოვდივართ, ოღონდ ურთიერთობები იყო აბსოლუტურად სხვა და დღეს აბსოლუტურად სხვა არის. როდესაც პირველად დავიწყეთ, მახსოვს იყო 12%. ამ 12%-იდან პირველ 20%-მდე მატულობდა 2-3%-ით. საუბარი იყო ასეთი: როცა ვხვდებოდით ქსელურებს ყოველი წლის დასაწყისში, გვიხდიდნენ მადლობას თანამშრომლობისათვის, ძალიან სასიამოვნო იყო თქვენთან თანამშრომლობა, ჩვენ თქვენთან ერთად მოვახერხეთ, რომ მივაღწიეთ მიზნებს, მაგრამ თუ გინდათ, რომ გაყიდვები გავზარდოთ, მაშინ საჭიროა 3%-ის მომატება. 20%-ის მერე უკვე 5%-ით იწყება ეს ყველაფერი და საინტერესო ისიც არის, რომ ქსელურები მართლა გაცილებით მეტს ყიდდნენ და გვიზრდიან ნავაჭრს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასტრონომიული ციფრებითაც, პირობითად გვიორმაგებდა ნავაჭრს თვის განმავლობაში და ნუ ვიყავით კმაყოფილები და მაქსიმალურად ვცდილობდით, რომ ხელი შეგვეწყო. როგორც კი 20%-ზე ავედით, ამის შემდეგ უკვე 3%-ის მაგივრად დაიწყო მოთხოვნა მინიმუმ 5%-ზე. 30%-ზე ზევით უკვე 6-7% ყოველწლიურად. ეს გრძელდება აბსოლუტურად ყოველწლიურად. ხდება შეხვედრა, რომლის განმავლობაშიც მიდის საუბარი, რომ თუ არ დაგვიმატებ ამდენ პროცენტს, ამ შემთხვევაში ნუ ჩვენ არ გვყოფნის ეს საოპერაციო ხარჯები იმისათვის, რომ ჩვენ დაგვრჩეს მოგება, იმიტომ რომ ძალიან დიდ უკუგებას ჩავდივართ თვითონ თქვენს პროდუქტში. მანდ ისახება მეორე პრობლემაც. აი პირობითად, მე ვაწარმოებ რაღაც პროდუქტს, შემომაქვს ქსელურ მარკეტში. ქსელური მარკეტი ძირითადად აკეთებს აქციებს და ამ ჩემი ზედმეტი ქეშბექის თანხას რა თქმა უნდა მთლიანად ჯიბეში არ იდებს, ატრიალებს ამ თანხას. მაგრამ ჩვენ რომელიც შევდივართ ჩვეულებრივად როგორც ქსელში, ისე არაქსელურ მაღაზიებში, როდესაც ვახდენთ ამ ქეშბექის გაზრდას, ეს თავისებურად ცალსახად ნიშნავს, რომ ფასები უნდა გავზარდოთ ყველგან. ხელშეკრულებაში, რომელიც ალბათ 10 წლის წინ დავდეთ გვიწერია, რომ თუ სადმე დაგვიფიქსირებენ, რომ ჩვენ საპრაისო ფასს უფრო მეტს შევთავაზებთ ქსელურს პირობითად, ანუ თუ მოვატყუებთ და არ გავზრდით ქსელში ფასს და გავუზრდით მხოლოდ იმათ, ამ შემთხვევაში ჯარიმა არის 200-300 ათასი ლარი. ადამიანები იტყვიან რამხელა თანხაზეა საუბარი, მაგრამ ჩვენ რა თქმა უნდა ყურადღებას არ ვაქცევდით იმიტომ, რომ არც წარმოგვედგინა რა იქნებოდა და რაზე ავიდოდით",- ამბობს მერაბ ვასაძე.

ის ასევე საუბრობს ქსელებში შესვლის გამოწვევებზეც, რაც შესვლის მაღალ ფასს უკავშირდება.

"რამდენიმე დღის უკან ერთ-ერთ ქსელურ მარკეტში, რომელიც ნამდვილად არ არის არც ისე ძლიერი და ცნობადი, დაახლოებით 40-მდე მაღაზია აქვს. შედგა საკომუნიკაციო მოლაპარაკება და საუბარი რითაც დაიწყო, შესვლის ღირებულება არის 100 000 ლარი. ეს წარმოუდგენელი რიცხვია. რა თქმა უნდა შეთანხმება შეწყდა",- ამბობს "სანდომის" გენერალური დირექტორი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები