მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ქსელებს ნედლი ხორცის გაყიდვის ინფრასტრუქტურა ნაკლებად აქვთ" - რა გამოწვევები აქვს "ბიუ ბიუს" მაღაზიებში შესვლისას?

ქეთი ვაშაკიძე

“ბიუ ბიუ პლიუსის” მმართველი პარტნიორი ქეთი ვაშაკიძე აცხადებს, რომ პროდუქციის რეალიზაციისას ქსელებთან ურთიერთობაში იმავე პრობლემებს აწყდებიან, რასაც სხვა ხორცპროდუქტების მწარმოებლები. უფრო კონკრეტულად ფასების საპარლამენტო კომისიის პირველ შეხვედრაზე, ქეთი ვაშაკიძე ქსელში შესვლისას „ქეშბექს“, ახალი მაღაზიის გახსნის გადასახადს ნეგატიურ ფაქტორად ასახელებს. ის ამბობს, რომ ამ და სხვა ფაქტორების გამო კომპანია „ჩირინა“ პროდუქტს ძირითადად თავისი ბრენდის „ბიუ ბიუს“ მაღაზიებში ყიდის.

„ქათმის ხორცპროდუქტების გადამუშავების მიმართულებით ძალიან ბევრი საკითხია - ძალიან მაღალი ქეშბექებია. დაახლოებით 35% ან შეიძლება უფრო დაბალი იყოს ქსელების მიხედვით.

ქეშბექების თემა ნელ-ნელა გააქტიურდა და ნელ-ნელა მოხდა მისი ზრდა. „ჩირინა“ ქათმის ხორცის ძალიან დიდი მწარმოებელია, თუმცა გაყიდვების კუთხით, ძირითადად საკუთარი მაღაზიების საშუალებით ყიდის, რადგან ქსელებს ამ მომენტისთვის ნედლი ხორცის გაყიდვის ინფრასტრუქტურა ნაკლებად აქვთ, რადგან ხორცის წარმოება ქვეყანაში პრობლემურია“, - განაცხადა ქეთი ვაშაკიძემ და დასძინა, ქვეყანაში ქათმის ხორცის ადგილობრივ წარმოებაზე მხოლოდ 30% მოდის და იმპორტდამოკიდებულია. „ეს ქვეყანაში ქათმის ხორცის წარმოების ინდუსტრიული განვითარების შესაძლებლობას აძლევს, რადგან აღნიშნულ პროდუქტზე მოთხოვნაა“, - განაცხადა მან.

“ბიუ ბიუ პლიუსის” მმართველმა პარტნიორმა განაცხადა, რომ ადგილობრივი მეწარმეებისთვის იმპორტულ ქათმის ხორცთან კონკურენცია და ასევე დისტრიბუციის საკითხები გამოწვევას წარმოადგენს.

„დისტრიბუციის თვალსაზრისით არსებულ გამოწვევას რაც შეეხება, გავამახვილებთ ყურადღებას ლოგისტიკური ცენტრების არ ქონაზე. როდესაც ქსელებს ამარაგებ, გიწევს მცირე მოცულობებით მაღაზიებში პროდუქციის ტარება, რაც ლოგისტიკურ დანახარჯებს აძვირებს.

ამასთან, ქსელებისთვის გადამწყვეტი საკითხი არის ფასი. ქვეყანას თავისუფალი ვაჭრობა აქვს და ხშირდა იმპორტირებული პროდუქტი ძალიან დაბალ ფასად შემოდის. რაც ადგილობრივი წარმოების განვითარების კუთხით მნიშვნელოვანი გამოწვევაა. შეიძლება საგადასახადო ან საკანონმდებლო თვალსაზრისით ქსელებს ჰქონდეთ დამატებითი მამოტივირებელი საკითხი, თუ ქართულ პროდუქტს ყიდი სხვადასხვანაირად ხდებოდეს იმპორტირებული პროდუქტის დაბეგვრა ან შეფასება, რადგან დღეს ქსელს ადგილობრივი პროდუქტის შეძენის მოტივაცია არ აქვს, რადგან მისთვის მთავარი ფასია“, - განაცხადა ქეთი ვაშაკიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები