მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრმა, ქსნის #10 პენიტენციურ დაწესებულებაში იტალიური ჯიშის ლოკოკინის მოსავლის აღება დაიწყო.
"ვიწყებთ იტალიური ჯიშის ლოკოკინის - ჰელიქს ასპერსა მაქსიმა - მოსავლის აღებას… არის უმაღლესი ხარისხის, საუკეთესო, უგემრიელესი და სასარგებლო პროდუქტი", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროდუქციის შეძენა შესაძლებელია, როგორც რესტორნებისა და სასტუმროებისთვის, ისე უბრალოდ პროდუქციის მოყვარულებისთვის.
"ბაზარზე ამ პროდუქტის ფასი €4-5 მერყეობს, ჩვენი სარეალიზაციო/საბითუმო ფასი შეადგენს ბევრად ნაკლებს, ლოკოკინების შეძენის შემთხვევაში, თქვენ ხელს შეუწყობთ მსჯავრდებულების სპეციალური პენიტენციური სამსახურის რესოციალიზაციას და რეაბილიტაციას, მათი და მათი ოჯახების ფინანსურ სტაბილურობას", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.