მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Quadrum Global Georgia ქუთაისში $25-მილიონიან „ურბან მოლს“ წლის ბოლომდე გახსნის

ურბან მოლი

„ურბან მოლი“ - ასე ერქმევა ახალ სავაჭრო ცენტრს, რომელსაც Quadrum Global Georgia ქუთაისში წლის ბოლომდე გახსნის. როგორც კომპანიის მარკეტინგის დირექტორმა, თეიკო ლომინაძემ BM.GE-ს განუცხადა, ეს ჯგუფის პირველი რეგიონული პროექტია.

მისივე ინფორმაციით, „ურბან მოლი“ რითეილ პარკის ფორმატის იქნება და სხვადასხვა კატეგორიის ბრენდს გააერთიანებს. პროექტში წარმოდგენილი იქნება სამშენებლო და კვების ჰიპერმარკეტები, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიები, სპორტული და ტექნიკის ობიექტები.

„ჩვენმა ჯგუფმა დაინახა, რომ არსებულ ოპერატორებს ჰქონდათ მოთხოვნა, რეგიონებში გასულიყვნენ - მათ შორის იმ ბრენდებს, რომლებიც თბილისში უკვე მრავალი წელია ოპერირებენ. სწორედ აქედან წამოვიდა იდეა, რომ რეგიონებში განგვევითარებინა პროექტები. წლის ბოლოს გავხსნით ჩვენს პირველ რეგიონულ პროექტს - „ურბან მოლი“ ქუთაისს. ეს იქნება რითეილ პარკის ფორმატის სავაჭრო ცენტრი, რომელიც გააერთიანებს სამშენებლო და კვების ჰიპერმარკეტებს, მოდის მიმართულებას, სპორტულ და ტექნიკის მაღაზიებს“, - განაცხადა თეიკო ლომინაძემ.

მისივე ინფორმაციით, პროექტში 25 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. ობიექტის საერთო გასაქირავებელი ფართობი 22 ათასი კვადრატული მეტრი იქნება, ხოლო სავაჭრო ცენტრი 600-ზე მეტ სამუშაო ადგილს შექმნის. როგორც კომპანიაში აცხადებენ, პროექტში „დომინოს“ დიდი ფორმატის ჰიპერმარკეტიც განთავსდება.

Quadrum Global-ის პორტფელში „ურბან მოლის“ გარდა „ისთ ფოინთი“, „დომინო“ და „თბილისი გარდენიც“ შედის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები