"თბილისი ენერჯი" საბურთალოს რაიონში, იმ ქუჩების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც მოსახლეობას გაზმომარაგება აღუდგა, ან პროცესი ამ დროისთვის მიმდინარეობს.
"ამ დროისთვის აქტიურად მიმდინარეობს გაზმომარაგების აღდგენის პროცესი საბურთალოს რაიონში. დილიდან:
- სანდრო ეულის, ზურაბ ანჯაფარიძის, ვლადიმერ ჯიქიას ქუჩებზე გაზმომარაგება სრულად აღდგენილია.
- ჩართულია ავთო ვარაზის ქუჩის ლუწი რიცხვები.
- გაზმომარაგების აღდგენა დასრულდა ელიზბარ მინდელის ქუჩაზე.
- დასრულებულია დათუაშვილის ქუჩა.
- ვაჟა-ფშაველას ყველა კვარტალში და ნუცუბიძის ფერდობებზე აქტიურად მიმდინარეობს ჩართვის პროცესი.
- ყაზბეგისა და ცაგარელის ქუჩებზე ჩართვა დაწყებულია.
კომპანიის სრული რესურსი გაზის აღდგენაზეა მიმართული. ჯგუფები ყველა ქუჩაზე აქტიურად მუშაობენ.
განახლებებს პერიოდულად მოგაწვდით.
გთხოვთ, გადაკეტეთ გაზის ონკანები, რომ სწრაფად აღვადგინოთ გაზით მომარაგება. იყავით ყურადღებით", - ნათქვამია თბილისი ენერჯის გავრცელებულ ინფორმაციაშია.
შეგახსენებთ, რომ 9 თებერვალს ცენტრალური გაზსადენი სავარაუდოდ "მესამე პირის" მიერ დაზიანდა, რის გამოც გაზმომარაგების გარეშე ვაკე-საბურთალოს მოსახლეობის 150 000-მდე აბონენტი დარჩა. კომპანიაში აცხადებდნენ, რომ გაზის მიწოდების აღდგენა იმავე დღეს დაიწყებოდა და 11 თებერვლის დღის ბოლომდე გაგრძელდება. თუმცა აღდგენის პროცესი გახანგრძლივდა და კომპანიის ინფორმაციით, გაზმომარაგება სრულად 12 თებერვალს ვაკეში 15:00, ხოლო საბურთალოზე 22:00 საათამდე აღდგება.
ამ დროისთვის ვაკის მოსახლეობას გაზმომარაგება სრულად აღუდგა.




























