პეკინის ქუჩაზე და აღმაშენებლის გამზირზე კომერციული უძრავი ქონება გაიაფდა, ჭავჭავაძეზე კი გაძვირდა. ფასთა 5-10%-იანი ცვლილება თბილისში ახალი სავაჭრო ცენტრის გახსნამ გამოიწვია. როგორც უძრავი ქონების კომპანია „Colliers International Georgia“ -ის მიერ ჩატარებული კვლევიდან ირკვევა, კომერციულ უძრავ ქონებაზე მოთხოვნა გაიზარდა. კვლევა "აწარმოე საქართველოში" დაკვეთით ჩატარდა. „მოთხოვნის ზრდა განაპირობა როგორც ბაზარზე უკვე არსებული ადგილობრივი ბრენდების გაფართოებამ, ასევე ახალი საერთაშორისო წარმომადგენლობების შემოსვლამ. წლის მეორე ნახევარში გაიხსნა „გალერეა თბილისი“, სადაც წარმოდგენილია ისეთი ბრენდების მაღაზიები, როგორიცაა H&M, Calvin Klein Jeans, Karl Lagerfeld, Armani Exchange და Lacoste.“ - აცხადებენ კვლევის ავტორები.
2017 წელს კომერციული უძრავი ქონების სექტორში თანამედროვე სავაჭრო ცენტრების მიწოდება წინა წელთან შედარებით 10%-ით გაიზარდა და ჯამში 276,000 კვ.მ. შეადგინა.

























