თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ფუნციებს ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული ცალკეული სამართალდარღვევების გამოვლენა და კონტროლი დაემატა. აღნიშნული ფუქციის შესასრულებლად გასული წლის აპრილში სანიტარული პატრული შეიქმნა, რომელიც ქუჩაში ნაგვის დაყრისთვის აჯარიმებდა მოქალაქეებს. BM.GE შეეცადა გაერკვია, მოქმედებს თუ არა კიდევ სანიტარული პატრული. აღმოჩნდა, რომ ამ ფუნციას ახლა ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები ასრულებენ. ოფიციალური მონაცმებით, 2017 წელს ქუჩის დანაგვიანებისთვის 3 389 პირი დაჯარიმდა. საჯარიმო თანხის ოდენობამ 271 720 ლარი შეადგინა. 2018 წელს ფიზიკურ პირზე შედგენილია 1 677 ოქმი, ხოლო საჯარიმო თანხის ოდენობას 134 240 ლარს შეადგენს.
დაიწერა განმეორებითი ჯარიმებიც. კერძოდ, 2017 წელს განმეორებით ჩადენილ სამართალდარღვევაზე შედგა 13 ოქმი (საჯარიმო თანხის ოდენობას შეადგენს 2 080 ლარს.) ხოლო 2018 წელს შედგენიალი 8 ოქმი - საჯარიმო თანხის ოდენობას შეადგენს 1 720 ლარს.

























