მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ქუჩის მხატვრობაზე მოთხოვნა გაასმაგებულია“ - ქუჩის ხელოვანი

ქუჩის მხატვრობა

ქუჩის ხელოვანი და დიზაინერი, მაშო მარგიშვილი BM.GE-სთან ქუჩის მხატვრობაში არსებულ ტენდენციებსა და გამოწვევებზე საუბრობს.

მისი თქმით, ქუჩის მხატვრობაზე მოთხოვნა როგორც დედაქალაქში, ასევე საქართველოს დიდ ქალქებში გაასმაგებულია.

„2016 წელს, როდესაც კედელზე ხატვა დავიწყე, მაშინ მხოლოდ რამდენიმე ადამიანი თუ იყო დაინტერესებული, ხოლო ხალხის ძირითადი მასა გვეჩხუბებოდა, რატომ აფუჭებთ კედლებსო. ახლა კი, ხალხის მხრიდან დადებითი განწყობები მოდის, რაც გლობალურ ტენდენციებსაც შეიძლება დავაბრალოთ.

კედლის მოხატვის კვადრატულობის ღირებულება ერთმანეთისგან განსხვავებულია და ნახატის სირთულეზე, საღებავების ფასებზე, არტისტის გამოცდილებასა და მრავალ სხვა ფაქტორზეა დამოკიდებული. საქართველოში საზოგადოება ძალიან დახურულია და სიახლეებს ნაკლებად ეგუება, მაგრამ წლების განმავლობაში, როდესაც რაღაცას ხშირად ხედავენ, ეჩვევიან და თვითონაც უჩნდებათ სურვილი, რომ თავადაც ჰქონდეთ. განსაკუთრებით გააქტიურებულია ფაქტები, როდესაც რაიმე ობიექტს ხსნიან, აუცილებლად გვეძახიან, რომ კედელი მოვუხატოთ,“- აცხადებს მარგიშვილი.

მისივე ინფორმაციით, მოთხოვნისა და ინტერესის ზრდასთან ერთად, კონკურენტი მხატვრების რაოდენობაც სულ უფრო მზარდია, თუმცა ის მხატვრები, რომლებსაც დიდი გამოცდილება აქვთ და ფესტივალებში მონაწილეობას ხშირად იღებენ, მათი რიცხვი დაახლოებით 50 ადამიანამდეა.

მარგიშვილი ასევე გამოწვევებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მერიის მიერ გაცხადებულია ლეგალური კედლების განკარგულება, რომ ძველი თბილისის ტერიტორიის გარეთ, ყველა კედელი სახატავად ლეგალურია, თუმცა, მისივე განმარტებით, ყოფილა შემთხვევა, რომ მხატვარს კედელზე დაუხატავს, ამ დროს პოლიცია თავს დასდგომია, განმყოფილებაში წაუყვანია და ძალიან მაღალი ჯარიმა დაუწერიათ.

ქუჩის ხელოვანი ამბობს, რომ სახელმწიფოს მხრიდან უნდა მოხდეს ჯარიმების დარეგულირება ისე, რომ ხელოვანისთვის მისი გადახდა გამოწვევას არ წარმოადგენდეს.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები