მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ქუმსიშვილი და კვირიკაშვილი მეგობრები არიან, ალბათ ქუმსიშვილიც დატოვებს თანამდებობას"

5b222fef00f5a
ანუკა ჯოხაძე
14.06.18 13:04
929
“მე ვფიქრობ ახალი პრემიერ-მინისტრი რომ მოვა ის გუნდის შემადგენლობა რომელიც ახლა არის რომც დატოვოს ისინი თვითონ მაინც უნდა წავიდნენ”, - აცხადებს ბიზნესმენი თემურ ჭყონია. მისი თქმით, ახალი პრემიერი ქვეყანაში როცა მოდის თავისი გუნდი მოჰყავს. თემურ ჭყონიას აზრით, სწორი გადაწყვეტილება იქნება თუ პრემიერის წასვლასთან ერთად მმართველი გუნდიც გადადგება.

"დიმიტრი ქუმსიშვილი და გიორგი კვირიკაშვილი მეგობრები არიან და ისინი დიდხანს მუშაობდნენ ერთად ბანკში, მთავრობაში. ისინი ერთად მოდიან და შეიძლება იმდენად არიან ერთმანეთში აწყობილი, დასაშვებია ქუმსიშვილმა პოსტი რომ დატოვოს. როდესაც ახალი მწვრთნელი მოდის ის გუნდის შემადგენლობა მოჰყავს ვინც იცის მისი ხასიათი და მორგებულები არიან ერთმანეთის მიმართ. მე ვფიქრობ ახალი პრემიერ-მინისტრი რომ მოვა ის გუნდის შემადგენლობა რომელიც ახლა არის რომც დატოვოს ისინი თვითონ მაინც უნდა წავიდნენ”, - ამბობს თემურ ჭყონია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები