ეკონიმიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი აცხადებს, რომ 2017 წელს დაფიქსირებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები რეკორდულია და მილიარდ 800 მილიონ დოლარზე მეტს შეადგენს. კითხვაზე რატომ ჩასწორდა 2007 წლის მაჩვენებელი, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში 2 მილიარდზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ფიქსირდებოდა, ქუმსიშვილი ამბობს, რომ ამის შესახებ ინფრომაცია არ აქვს.
"ვფიქრობ, ამასთან დაკავშირებით სტატისტიკის დეპარტამენტს უნდა ჰკითხოთ და ისინი გაგცემენ პასუხს.
ძალიან კარგი რიცხვები გვაქვს. 2017 წლის მონაცემებით, არის 16%-ით მეტი, ვიდრე 2016 წელს. ეს არის რეკორდი დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ",- აცხადებს ქუმსიშვილი.

























