მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქუმსიშვილი: კაპიტალის ბაზრის სტრატეგიაში პირველი ქმედებები 5 წელზეა გათვლილი

5744517bac0d8
BM.GE
24.05.16 17:03
1235
კაპიტალის ბაზრის განვითარების სტრატეგიაზე მუშაობა დასრულებულია. როგორც ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სტრატეგიაში პირველი ქმედებები 5 წელიწადზეა გათვლილი. მისი თქმით, დოკუმენტში ის ქმედებებია გაწერილი, რომელიც სახელისუფლებლო ბლოკებმა უნდა განახორციელონ.
 
"სტრატეგიაში დეტალურად არის გაწერილი, თუ რა ქმედებები უნდა განახორციელოს ხელისუფლების სხვადასხვა შტომ იმისთვის, რომ ჩვენ საბოლოო ჯამში, შედეგს მივაღწიოთ. ასევე გაწერილია კონკრეტული შედეგები გამოსახული ფიცრებში. მაგალითად, დღეს თუ ჩვენ გვაქვს რაღაც მოცულობის ობლიგაციების ბაზარი, თუ რამდენი გვინდა, რომ ეს ობლიგაციების ბაზარი იყოს 2018 წელს, 2020 წელს. მერწმუნეთ, რომ ზრდა 50% და ხშირ შემთხვევაში 100%-ია. ასეა ჩაშლილი პრაქტიკულად ყველა პუნქტი, რაც ფასიან ქაღალდებს ეხება. პირველი ქმედებები 5 წელზეა გაწერილი. ბევრი სამუშაოა ამის მისაღწევად და მე იმედი მაქვს, რომ მივაღწევთ“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები