მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქუმსიშვილი ლარის კურსზე: აღნიშნული მთლიანად ემთხვევა ჩვენს მოლოდინებს

573dac774529d
BM.GE
19.05.16 16:04
1347
ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი ლარის კურსის გამყარებას რამდენიმე ფაქტორს უკავშირებს, მათ შორის ტურიზმს და სავაჭრო ბრუნვას.

"აღნიშნული მთლიანად ემთხვევა ჩვენს მოლოდინებს, რომელიც ჩვენ ჯერ კიდევ 2015 წლის ბოლოს გვქონდა", - განაცხადა ქუმსიშვილმა.

ლარის გამყარების ერთ-ერთ ფაქტორად ვიცე-პრემიერმა დაასახელა ტურიზმი, რომელიც ზრდადი მაჩვენებლებით გამოირჩევა, შესაბამისად, ტურიზმიდან შემოსული სავალუტო ნაკადები პირდაპირ აისახება ლარის კურსზე. გარდა ამისა, ვიცე-პრემიერმა ასევე დაასახელა ნავთობის ფასის სტაბილურობა და საერთაშორისო სავაჭრო ბრუნვის ზრდა, რომელიც, მისი შეფასებით, ლარის კურსზე დადებითად აისახება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები