ყოფილი ვიცე-პრემიერი, "სინერჯი კაპიტალის" თანადირექტორი, დიმიტრი ქუმსიშვილი BM.ge-ის კითხვაზე - თუ რას მიიჩნევს ბიზნესის მთავარ საჭიროებად და ბიზნესის მთავარ გამოწვევად, პასუხობს, რომ ეს პირველ რიგში, გაცილებით უფრო მჭიდრო და გულახდილი კომუნიკაციის არსებობაა.
"სინერჯი კაპიტალის" თანადირექტორი ფიქრობს, რომ ბიზნესისთვის ასეთი ინფორმაცია უაღრესად მნიშვნელოვანია.
ქუმსიშვილი ამბობს, რომ მთავრობამ უნდა შექმნას კერძო სექტორთან კომუნიკაციის ბევრად უშუალო და გულახდილი პლატფორმა, რაც ქვეყნის კერძო სექტორს განვითარებაში დაეხმარება.
ქუმსიშვილის თქმით, ის თანამდებობაზე ყოფნის დროს ფიქრობდა, რომ კერძო სექტორთან გულახდილი იყო და მათ მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდიდა, თუმცა დღევანდელი გადმოსახედიდან მიიჩნევს, რომ ამ მხრივ, მეტის გაკეთება შეეძლო.
"ერთი რაც შემიძლია ვთქვა, ჩემი პირადი გამოცდილებით ვამბობ, მე ყოველთვის ვთვლიდი, რომ საკმაოდ გახსნილი ვიყავი ბიზნესთან და საკმაოდ ბევრ ინფორმაციას ვაწვდიდი ბიზნესს, თუმცა დღეს ჩემი გადმოსახედიდან ვფიქრობ, ეს ასე არ იყო და გაცილებით მეტი ინფორმაციის მიწოდება შეიძლებოდა.
ბიზნესს სჭირდება მეტი ინფორმაცია მთავრობიდან, მე ამას ახლა საკუთარ თავზე ვამბობ. ვფიქრობ, რომ შესაქმნელი არის სპეციალური პლატფორმები, რომელიც გაცილებით უფრო მეტ ინფორმაციას მიაწვდის ბიზნესს. მისცემს შესაძლებლობას ბიზნესს, რომ იგივე ანალიტიკური მასალები მათთვის მარტივად იყოს ხელმისაწვდომი. მარტივად დამუშავდეს ეს მასალები. აეწყოს კომუნიკაციის სწორი არხები,"- ამბობს ქუმსიშვილი.